Wednesday, June 17, 2015

პროექტის შეჯამება

2015 წელს ძალზე პრიორიტეტული არის სადამრიგებლო საათზე აქტიური მუშაობა..ამიტომ ჩემი პროექტის თემად ავიღე ერთ -ერთი მიმართულება ბავშვის პიროვნული და მორალური განვითარება.კერძოდ "ტოლერანტობა"
პროექტზე მუშაობა ძალზე საინტერესოდ წარიმართა.პროექტის შაბლონზე მუშაობამ საშუალება მომცა ადვილად ამეგო თვითონ პროექტი.გამომეყო ძირითადი პრიორიტეტები.მეტი დრო დავუთმეთ შეფასებების დ მიზნების ჩამოყალიბებას.ძალიან მომეწონა ჩეკლისტების აგებაზე მუშაობა .ვისწავლე ბროშურის შექმნა და შევქმენი ელექტრონული გაზეთი.

ჩემი პროექტი

Saturday, June 13, 2015

მეხუთე მოდულის შეფასება

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეაზრებინა,თუ როგორ უნდა მოხდეს შეფასებები კლასის საათზე რომელიც ასე აქტიურია მოსწავლეთა აღზრდისათვის.
მნიშვნელ0ვანია მოსწავლეების მიერ გააზრებული იყოს კლასის საათის მნიშვნელობა და განსახილველად მომზადებული თითოეული საკითხი.
პროექტის დაგეგმვა უნდა მოვახდინო მოსწავლეებთან ერთად
მოვამზადოთ მოსწავლეების სხვადასხვა ნაშრომებისთვის ჩეკლისტები.
გავზარდო მათი ჩართულობა ინდივიდუალური დავალებებით, მუშაობა აქტიური იყოს.
მოსწავლეებმა მოახდინონ თავიანთი მეგობრების ნაშრომების ანალიზი და მისცენ უკუკავშირი გარკვეული ფორმების და კითხვარების დახმარებით.
მოხდეს პრეზენტაციის შეფასება, როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასევე უნარების შეფასებაც.

Sunday, June 7, 2015

მეექვსე დღის შეჯამება

მოსწავლის ნიმუშზე მუშაობისას დავინახეთ რა საჭიროებები დადგა, რა მოსალოდნელი პრობლემები შეიქმნება და როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები.
მოსწავლის მიერ ფლაერის შექმნა საჭიროდ მივიჩნიე. უპირველესად ამ დროს ის ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას, ისწავლის ახალი მასალის მოძიებას ინტერნეტში და ენციკლოპედიებში..